![]() |
კახი კალაძე 2008 |
კალაძემ საკლუბო კარიერა მშობლიურ კლუბ სამტრედიის ლოკომოტივში დაიწყო, ფორვარდის პოზიციაზე. კლუბის პრეზიდენტი იყო მისი მამა, კარლო კალაძე. 1993 წელს კახა თბილისის დინამოში გადავიდა, სადაც 82 საჩემპიონატო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. მასი დებიუტი დინამოში 1993–94 წლის სეზონში ჰქონდა, როცა 16 წლის იყო.
კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში კიევის დინამოს 16 მილიონი ევრო გადაუხადა. კახამ მიზეზად ალექსეი გერასიმენკოს ტრავმა დაასახელა. თავდაპირველად კალაძე სხვადასხვა პოზიციებზე ისინჯებოდა და იააპ სტამის და კაფუს ადგილებზეც ჩნდებოდა. 2002–03 წლის სეზონში მილანის შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 27 სერია A–ში. ამ წელს მილანმა მიოგო ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი. კახა პირველი და ჯერ–ჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
2006–07 წლის სეზონში კახამ სამპდორიას კარში გოლი გაიტანა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს იყო მისი ერთადერთი გოლი იმ სეზონში. რვაქულიანი დანაკლისის მიუხედავად მილანმა იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. 2007 წლის 23 მაისს ლიგის ფინალში ლივერპულის 2–1 ძლევის შემდეგ კალაძემ მეორედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. იგი შეცვლაზე 79–ე წუთზე შემოვიდა. 2007 წლის დეკემბერში კახამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა არგენტინული ბოკა ხუნიორსი 4–2. 2008–09 წლის სეზონში კალაძე გუნდის ძირითადში დამკვიდრადა, ჩაატარა 32 საჩემპიონატო თამაში, თუმცა 2008 წელს ციურიხთან უეფა-ს თასის მატჩში მუხლის იოგების ტრავმა მიიღო და გუნდს გამოაკლდა. 2009 წლის 15 თებერვალს მილანურ დერბიში კახა კალაძის თამაში იტალიურმა არხმა Channel 4–მა შეაფასა როგორც საშინელებათა შოუ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება კალაძესა და ქართულ გაზეთ ლელოს შორის, რომელმაც დაწერა იტალიურ მედიაში გამოქვეყნებილი მასალა. ეს სეზონი მილანმა მესამე ადგილზე დაასრულა და 10 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ინტერს. კალაძის აზრით ეს გამოწვეული იყო გუნდში ტრავმების სიმრავლით.
კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, წარსულში სამტდერიის ლოკომოტივის ფეხბურთელი და ერთი პერიოდი პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კახამ მშობლიური ქალაქის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში. კალაძე მილანში მდებარე რესტორან ჯიანინოს მფლობელია. ეს რესტორანი დაარსებულია 1899 წელს.
საფეხბურთო კარიერის პარალელურად კახა კალაძე წარმატებული ბიზნესმენია. ბიზნესი აქვს საქართველოში, უკრაინაში და ყაზახეთში. საქართველოში კალაძის ბიზნესსფეროს მიეკუთვნება კალა კაპიტალი, ჰოლდინგური კომპანია, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია პროგრეს ბანკი. კალაძე ასევე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას - არის ფიფას ელჩი ბავშვთა სოფელში. კალა კაპიტალი 50 000 ევროთი დაეხმარა 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას. ამ კომპანიიდან შემოსული თანხით კახა გეგმავს ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვებას. 2011 წელს კალაძე საზოგარდოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებაში გაწევრიანდა. ჰყავს მეუღლე ანუკა არეშიძე და ვაჟი ლევანი.
წყარო და გაზეთი 24 საათი 2008 წლის გამოცემა და გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა 2007 წლის.
რუკა კახა კალაძის შესახებ
გვანცა ხარაძე (c) 2012