Friday, May 25, 2012

ჩემი დამოკიდებულება კალაძის მიმართ

მე ძალიან მომწონს ფეხბურთელი კახა კალაძე.მას ძალიან ბევრი წარმატება ქონდა და აქვს.მე ვთვლი,რომ იგი ერთ-ერთი გამორჩეული კარგი ფეხბურთელია.კახა კალაძე არის პიროვნება,რომელსაც აწყობილი აქვს პირადი ცხოვრებაც და საფეხბურთო კარიერაც.მე დიდად ვაფასებ მას.ჩემი აზრით,კახა საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს და დაიკავებს კიდეც.მე მთელი სულით და გულით ვუსურვებ წარმატებებს

კახა კალაძის წარმატებები

საკლუბო კარიერა:
”დინამო” თბილისი 1993-1998
”დინამო”კიევი 1998-2001
”მილანი” 2001-2010
”ჯენოა” 2010-დღემდე
 

საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 83 შეხვედრა,რომელთგან 50-ში კაპიტანი იყო.

ჯილდოები:
საქართველოს ჩემპიონი:1993-1994,1994-1995,1995-1996,1996-1997,1997-1998.
საქართველოს თასის მფლობელი:1994,1995,1996,1997.

უკრაინის ჩემპიონო:1998-1999,1999-2001.
უკრაინის თასის მფლობელი:1998,1999,2000.

იტალიის ჩემპიონი:2003-2004
იტალიის თასის მფლობელი:2002-2003
იტალიის სუპერთასის მფლობელი:2004

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული:2003,2007
ევროპის სუპერთასის მფლობელი:2003,2007
ფიფას კლუბთა თასის მფლობელი:2007
საქართველოს საუკეთესო გეხბურთელი:2001,2002,2003,2006
(საჯარო ბიბლიოთეკა-ჟურნალი ათიანი 2012 წლის გამოცემა ნომერი55)

რას გააკეთებს კახა ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ

ფიქრი იმაზე,რა გზას გაყვები ფეხბურთელობის შემდეგ,ძალიან მნიშვნელოვანია.კარიერას დაახლოებით 35წლის ასაკში ვასრულებთ და მომავალზე წინასწარ უნდა დაფიქრდე და გარკვეული გეგმაც შეადგინო.ჩემი აზრით,ვალდებული ვარ იმ ადამიანებს ხელი გავუწოდო,რომლებიც თნადგომას საჩიროებენ.პროფესიონალ ფეხბურთელებს საამისო შესაძლებლობა გვაქვს.(საჯარო ბიბლიოთეკა-ჟურნალი სპორტსიახლენი 2011წლის გამოცემა ნომერი13)
 (კახა კალაძე იტალიასთნ თმაშის დროს 2010 წელს)

მილანიდან გადასვლა ჯენოაში

კახა კალაძე დღესდღეობით ჯენოაში თამაშობს მცველად.ის ამბობს რომ:”როდესაც აქ ჩამოვედი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიყავი.მთლი ცხოვრება მილანის მადლიერი ვიქნები,მაგრამ 2009-2010 წლების სეზონი ჩემთვის ძალიან რთული გამოდგა.ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობისას,წარმოუდგენელია პროფესიული ასპექტით წინ მიიწევდე,თუ ბედნიერი არ ხარ.ჯენოაში ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია მოხარული ვარ რომ ჯენოაში მხოლოდ მაღალი კლასის მოთამაშეები მოვიდნენ.განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ზე ედუარდომ დატოვა.მისი სახით ჯენოამ დიდი ფეხბურთელი გადაიბირა.(საჯარო ბიბლიოთეკა-ჟურნალი სპორტსიახლენი 2012 წლის გამოცემა ნომერი45)

კახას ბიზნესი და პირადი ცხოვრება

საფეხბურთო კარიერის პარალელურად კახა კალაძე წარმატებული ბიზნესმენია. ბიზნესი აქვს საქართველოშიუკრაინაში და ყაზახეთში. საქართველოში კალაძის ბიზნესსფეროს მიეკუთვნება კალა კაპიტალი, ჰოლდინგური კომპანია, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია პროგრეს ბანკი. კალაძე ასევე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას - არის ფიფას ელჩი ბავშვთა სოფელში. კალა კაპიტალი 50 000 ევროთი დაეხმარა 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას. ამ კომპანიიდან შემოსული თანხით კახა გეგმავს ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვებას. 2011 წელს კალაძე საზოგარდოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებაში გაწევრიანდა. ჰყავს მეუღლე ანუკა არეშიძე და ვაჟი ლევანი.(http://ka.wikipedia.org)
(კახა კალაძე და მისიმეუღლე წვეულებაზე 2011 წელი)

კახას ცხოვრება

კახას ცხოვრება გახლავთ ამბავი ერთი ჩვეულებრივი სამტრედიელი ბიჩისა,რომელმაც თავისი შრომისუნარიანობით და ჟინით უდიდეს მწვერვალებს მიაღწია.გვენიშნა ვეტერინარი ფეხბურთელის,საქართველოს ნაკრებში კალაძის თანაგუნდელის,მიხეილ აშვეთიას სიტყვები:”დროა ,ასეთი დონის ფეხბურთელი ფედერაციამ ნაკრებიდან გამოსამშვიდობებელი მატჩით გააცილოს და არა უაზრო ჩკუის დარიგებით.დროა,ცივილიზებული ევროპისგან ეს მაინც ვისწავლოთ(საჯარო ბიბლიოთეკა-ჟურნალი ათიანი 2010 წლის გამოცემა ნომერი33)

კახა კალაძის ძმის ტრაგედია

კახასათვის ძმაზე საუბარი ძალიან რთული თემაა,იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთ რამეს ამბობს:ვინმეს ოული საქმე ხომ არ ჰგონია მოედანზე გავიდეს და ბურთაობაში გული ჩააქსოვოს,მაშინ როდესაც მისი ძმა ბოროტმოქმედებს ჰყავდათ გატაცებული?კახა კალაძემ თნამემამულეთა ხელით ძმა დაკარგა,მაგრამ ერთხელაც არ გაბოროტებულა და სამშობლოს სამსახურზე უარი არ უთქვამს,უმზიმეს წუთებშიც კი.არადა ეს ამბავი იმ ქვეყანაში მოხდა,საიდანაც მთელი 20 წლის განმავლობაშჳ ხალხი ყველა შსაძლო მიზეზით გარბოდა.კალაძჳს ცხოვრება და კარიერა ზუსტად ისაა,რაზეც მსოფლიოს უმძლავრეს ქვეყანაში ამერიკის შეერთებულ შტატებში,წიგნებს წერენ და ფილმებს იღებენ.(საჯარო ბიბლიოთეკა-ჟურნალი ათიანი ნომერი23)
  (კახა კალაძის ძმა ლევან კალაძე 2010 წელი)

კალაძე ბრავისიმო!

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა  კახა კალაძემ ჯენოას მაისურით პირველი გოლი გაიტანა.როსობლუმ სერია ა-ს შეხვედრაში შინ პარამას 3:1 სძლია.მატჩის ბოლო ბურთი კი 45-ე წუტზე სწორედ კახამ შეაგდო.ჯენოას ფეხბურთელმა მარკო როსიმ საჯარიმოს გარედან დაარტყა,პარმელიმცველისგანასხლეტილი ბურთი ის იყო,მეკარეს უნდა მისვლოდა,როდესაც კალაძემ პარმას გოლკიპერს დაასწრო და ფეხით გადააგზავნა კარში.ეს ქართველის პირველი გოლია ჯენოას მაისურით.სერია ა-ში ბოლოს კახამ თავი 2006-2007 წლების სეზონში გამოიჩინა,როდესაც სიმპდორიას კარი დალაშქრა.ბარემ აქვე ვთქვათ,რომ ქართველმა ფეხბურთელმა პარმასთან მატჩი სრულიად ჩაატარა.მისი გუნდი კი 27 ქულით მე-12 ადგილზე დამკვიდრდა.(საჯარო ბიბლიოთეკა-ჟურნალი სპორტსიახლენი 2011 წლის გამოცემა 1ნომერი)

კახა კალაძის მნიშვნელობა ფეხბურთში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეგდით თბილისში მალტას 1:0 აჯობა,რიგაში კი ლატვიასთან ფრედ ითამაშა 1:1.ოქტომბერში გამართულ ორ მატჩში ქართველთგან ყველაზე საუკეთესო კახა კალაძე იყო.უამრავი შეტევა ჩაშალა,შეუცდომლად აზღვევდა პარტნიორებს და რამდენჯერმე კარგად წამოიწყო შეტევა.მალტასთნ მის სოლორეიდზე კი მხოლოდ იმას თუ ვიტყვით რომ დიდებული იქნებოდა გოლიც რომ მოჰყოლოდა მის ასეთ თმაშს.(საჯარო ბიბლიოთეკა-ჟურნალი ტაბულა 2012 წლის 34 ნომერი)

Friday, May 18, 2012

კახა კალაძის როლი

(კახა კალაძე)საქართველოს მთავარმა საფეხბურთო გუნდმა 2011-ი წელი მოგებით დაიწყო და დაასრულა.რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახა კალაძე.საქართველოს ნაკრებმა 9 თებერვალს ,კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სომხეთს 2:1 სძლია,10 ნოემბერს კი თბილისში,მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოლდოვას უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.2012 წლის 11 დეკემბერს,სანაკრებო კარიერა დაასრულა კაპიტანმა კახა კალაძემ.ქვეყნის ოთხგზის საუკეთესო მოთამაშემ,ჩემპიონთა თასის მფლობელმა ერთადერთმა ქართველმა,გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის-ქართული ოცნება-პრეზენტაციაზე განაცხადა.

(ჯურნალი ტაბულა 2011,26დეკემბერი)

Friday, May 11, 2012

ბიბლიოგრაფია

ძირითადი მასალა კახა კალაძის შესახებ არის თანამედროვე საშუალებებში, ანუ ინტერნეტში.
თქვენ წინაშეა ჩამონათვალი სადაც არის საჭირო მასალა კალაძეზე.                                                      

                                            ინტერნეტ ვერსიები

1. მეტად საინტერესო წყარო აღმოჩნდა ქართული ვიკიპედია. ვიკიპედია ქართულად
2. ასევე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ინგლისური ვიკიპედია. ვიკიპედია ინგლისურად
3. საინტერესო იყო ფორუმებიც. თბილისის ფორუმი
4. ასევე საინტერესო იყო გოგოებისთვის განკუთვილი გვერდის angel.ge ს სტატია კახაზე. angel.ge

                                                     ინფორმაცია ჟურნალებში
5. კახაზე საინტერესო ინფორმაციით სავსეა ასევე ქართული ჟურნალები. აი რამოდენიმე.
ჟურნალი "რეიტინგი" 2010 მაისი.
6. ჟურნალი "სარკე" და "თბილისელები" აპრილის გამოცემები 2011
7.ჟურნალი ათიანი 2010 წელი
8.ჟურნალი ტაბულა 2011-2012 წელი
9.ჟურნალი სპორტსიახლენი 2012 წელი